მსოფლიო სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რა წინადადებებით მიდიან ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში

17.08.25 20:15
მსოფლიო სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რა წინადადებებით მიდიან ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კონკრეტული გზავნილით ბრუნდება. დიპლომატიური სკანდალიდან ხუთი თვის თავზე სწორედ ამ კაბინეტში უნდა გადაწყდეს უკრაინის ბედი.

"ტერიტორიების დათმობა არ იქნება" -  ზელენსკი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ სამშვიდობო ზავის სანაცვლოდ  უკრაინამ საკუთარი მიწა დათმოს.  ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა პუტინს ბრიუსელიდან დაუანონსა, რომ  მისი წესებით ეს ომი ვერ დასრულდება.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი ვაშინგტონში მარტო არ ჩადის.  ზელენსკის ტრამპთან სასაუბროდ ევროპელი ლიდერებიც მიჰყავს. ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ფინეთის პირველი  პირები, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომიიის პრეზიდენტი - ახლა ყველა ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ევროპა ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინა ფოლადისს ზღარბად უნდა იქცეს, რომლის მონელებაც თავდამსხმელისთვის მარტივი არ იქნება. 

როგორც ჩანს, პუტინის მადა დაუცხრომელია. დღეს ცნობილი გახდა, რა პირობებით ჩავიდა რუსი დიქტატორი ამერიკის შეერთებულ შტატებში. "როიტერის" ინფორმაციით,  რუსეთი მშვიდობის სანაცლოდ დონბასის გადაცემას ითხოვს. მოთხოვნებს შორის არის უკრაინული ჯარის გაყვანა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებიდან. რუსეთი ამბობს, რომ გაყინავს ფრონტის ხაზებს ხერსონისა და ზაპოროჟის რეგიონებში. და ეს ყველაფერი არ არის. პუტინის სამშვიდობო გეგმაში წერია, რომ რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში. და უნდათ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის  თავისუფალი საქმიანობის უფლების მოპოვება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.