ზელენსკი: თუ რუსეთი არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს, შესაბამისად იმოქმედოს

19.08.25 10:19
ზელენსკი: თუ რუსეთი არ გამოხატავს შეხვედრის სურვილს, ჩვენ ვთხოვთ აშშ-ს, შესაბამისად იმოქმედოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების მთავარი გზა ლიდერების დონეზე დიპლომატიური შეხვედრაა. მისი თქმით, თუ რუსეთი ასეთ სურვილს არ გამოხატავს, კიევი მიმართავს შეერთებულ შტატებს, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ტერიტორიული საკითხების შესახებ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის უნდა განიხილოს.

ამერიკის პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა რუსულ მხარესთან, სადაც დაისვა შესაძლო დიპლომატიური ნაბიჯების საკითხი. რუსეთმა შემოგვთავაზა ჯერ ორმხრივი, შემდეგ კი სამმხრივი შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, რადგან მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება ყველა რთული და მტკივნეული საკითხის გადაწყვეტა, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თემა ამჟამად მთავარი მიმართულებაა.

ეს არის ომის დასრულების საწყისი წერტილი და საბოლოო მიზანიც – დაცვა. აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ იქნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც დაგვეხმარება და მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში. ეს დიდი ნაბიჯია წინ, - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ფორმალური დეტალები 7-10 დღეში გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას განხილული იყო ტყვეთა საკითხიც.

პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ტყვეების გაცვლაზე პრინციპით – ყველა ყველაზე. საუბარია არა მხოლოდ სამხედროებზე, არამედ სამოქალაქო პირებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტპატიმრებზე. ტრამპი მზად არის დაგვეხმაროს ამ პროცესში, – განაცხადა ზელენსკიმ.