ფინეთის პრეზიდენტი: ამ შეხვედრას ჰქონდა 3 შედეგი

19.08.25 12:37
ფინეთის პრეზიდენტი: ამ შეხვედრას ჰქონდა 3 შედეგი

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას სამი შედეგი ჰქონდა, ესენია: შედეგიანი საუბარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, წინადადების განხილვა ორმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით და სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება. 

ამ შეხვედრას ჰქონდა 3 შედეგი. პირველი ეს არის შედეგიანი საუბარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ევროპისა და ამერიკის კოორდინაციით. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. მეორე საკითხი ამ აუდიენციისას იყო წინადადების განხილვა ორმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით, რაც დონალდ ტრამპმა დატესტა ვლადიმერ პუტინთან და პუტინი მას დათანხმდა. მესამე ნაბიჯი კი არის ამ ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, უკვე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება. ეს არის ის სამი საკითხი რაზეც ვიმსჯელეთ," - განაცხადა CNN-თან პრეზიდენტმა. 

ჟურნალისტის შეკითხვას - იცოდა თუ არა რა უთხრა ტრამპმა პუტინს ტელეფონზე საუბრისას - ფინეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ოვალურ კაბინეტში მიწვევის შემდეგ ტრამპმა ლიდერებს საუბრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა "რაც ოვალურ კაბინეტში ხდება, ოვალურ კაბინეტში რჩება, როდესაც მედია იქ არ არის".

სატელეფონო ზარის შემდეგ, შევთანხმდით ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე და მან ძალიან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა საუბრის შესახებ, მაგრამ ცხადია, დიპლომატიაში ასე ხდება, რომ რაც ოვალურ კაბინეტში ხდება, ოვალურ კაბინეტში რჩება, როდესაც მედია იქ არ არის," - განაცხადა მან.