თეთრი სახლის ცნობით, პუტინმა პირობა დადო, რომ მომდევნო კვირებში ზელენსკის შეხვდება
თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით საუბრისას პირობა დადო, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.
მან კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ კითხვებზე არ უპასუხა.
„ორივე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ერთმანეთთან დასხდნენ და ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამაში დაეხმარება ორივე ქვეყანას“, - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ლევიტის თქმით, ტრამპი „თანხმდება“ ორმხრივი შეხვედრის იდეას აშშ-ის დასწრების გარეშე.
„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არსებობს უთანხმოების სფეროები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს. ამიტომ, მას სურს, რომ ეს ორი ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიაში ჩაერთოს“, - დასძინა მან.