Bloomberg: პუტინთან ზარის შემდეგ ტრამპმა ორბანს დაურეკა უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრის შედეგად ტრამპმა ორგან დარეკა. ჯერ პუტინთან, შემდეგ კი - ორბანთან.
Bloomberg-ის წყაროების თქმით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს სთხოვეს, რომ ორბანზე მისი გავლენა EU-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს შეჩერების მიზნით გამოეყენებინა.
ორბანს ტრამპთან გამართული სატელეფონო ზარის შესახებ ცნობები არ დაუდასტურებია, თუმცა 19 აგვისტოს მან გამოაქვეყნა პოსტი:
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ ქმნის. მაშასადამე, წევრობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირება ზედმეტი და საშიშია." - დაწერა მან.