ბელარუსი ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზების შეთავაზებით გამოდის
ბელარუსი მზად არის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და კრემლის დიქტატორ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის, თუ ეს საჭირო იქნება მშვიდობის უზრუნველსაყოფად - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა განაცხადა, წერს Telegram-არხი "Ведомости".
„ბელარუსი შუამავლის როლს არ ითხოვს, მაგრამ თუ ეს საჭიროა ჩვენი ძმური რესპუბლიკის მშვიდობისთვის - მზად ვართ, ნებისმიერი შეხვედრა მოვაწყოთ,“ – აღნიშნა ეისმონტმა.
ამასთან, მან დაამატა, რომ ეს საკითხი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისას არ განხილულა.