უკრაინის ქალაქები დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა
21 აგვისტოს ღამით უკრაინის სხვადასხვა ქალაქს რუსეთი მასირებულად ბომბავდა. დაბომბვისას გამოიყენეს ასობით "შაჰედი", მათ შორის უკრაინის დასავლეთით ქალაქებში მუკაჩევოში, ლვოვსა და ლუცკში. ლვოვსა და ლუცკში ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, კიევში ღამის განმავლობაში მუშაობდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ.
სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის ბევრ რეგიონში მტრის დრონების გადაადგილების შესახებ.
ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.