აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2 მოსამართლესა და 2 პროკურორს სანქციები დაუწესა

21.08.25 10:42
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2 მოსამართლესა და 2 პროკურორს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორ მოსამართლესა და ორ პროკურორს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ახალი სანქციები შეეხოთ საფრანგეთის წარმომადგენელ ნიკოლას იან გილუს, ფიჯის წარმომადგენელ ნაჟატ შამემ ხანის, სენეგალის წარმომადგენელ მამე მანდიაე ნიანგის და კანადის წარმომადგენელ კიმბერლი პროსტის. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეების სამართლებრივი დევნის ძალისხმევაში.

შეერთებული შტატები ნათლად და მტკიცედ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პოლიტიზებას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფას..." - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ტრამპის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯმა საფრანგეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღშფოთება გამოიწვია. პარიზმა ვაშინგტონს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდა, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სანქციებს მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ "აშკარა თავდასხმა" უწოდა.