ვლადიმერ პუტინი: ევროპა მოკლებულია სუვერენიტეტს

23.08.25 14:42
ვლადიმერ პუტინი: ევროპა მოკლებულია სუვერენიტეტს

ვლადიმერ პუტინის ახალი პროპაგანდა - ომის სამხედრო დამნაშავე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ევროპაში სუვერენიტეტის ნაკლებლობაა.  

რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ მოქალაქებს ეუბნება, რომ ევროპამ შესაძლოა მათ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინოს.

დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსი ლიდერი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთს არ დაუწყია და ვინც ამას ამბობს ეს პროპაგანდაა.

ჩვენ არამეგობრული ქვეყნები არ გვყავს. ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენ არამეგობრული ელიტები გვყავს. ამ ქვეყნების მოსახლეობასთან პროპაგანდა მუშაობს, ისინი მათ ტვინს ურეცხავენ და ამბობენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ავიწყდებათ, რომ ომი 2014 წელს თავად დაიწყეს, როდესაც დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გამოყენება დაიწყეს. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და მის შესაჩერებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

არიან ქვეყნები, რომლებიც სუვერენიტეტის გარეშე მშვიდად არსებობენ. მთელ დღევანდელ დასავლეთ ევროპას პრაქტიკულად ასეთი სუვერენიტეტი მოკლებული აქვს. ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება შევძლოთ. სუვერენიტეტის დაკარგვის შემთხვევაში რუსეთი არსებობას შეწყვეტს“- აცხადებს პუტინი.