ტრამპის სპეციალური წარმომადგენლი: ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინელებს ვხვდები

27.08.25 10:28
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლი: ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინელებს ვხვდები

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ამ კვირაში ნიუ-იორკში უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდება.

უიტკოფის თქმით, ამერიკული მხარე მიმდინარე კვირაში შეხვედრებს მართავს როგორც რუსეთ-უკრაინის, ასევე სხვა კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ღაზას სექტორში მიმდინარე ომსა და ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტზე.