აშშ-მა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

29.08.25 10:42
აშშ-მა უკრაინისთვის 825 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის გაფართოებული რადიუსის ავიაბომბების ERAM (Extended Range Attack Munition) და შესაბამისი აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 825 მილიონი დოლარია. ინფორმაციას აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო (DSCA) ავრცელებს, რომელიც პენტაგონის სტრუქტურაში შედის.

„ეს გარიგება ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, გაზრდის პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას და ამით გაამყარებს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ პროგრესს ევროპაში,“ - აღნიშნულია DSCA-ს განცხადებაში.

სააგენტომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საპროექტო შეთანხმება არ შეცვლის არსებულ სამხედრო ბალანსს რეგიონში. ყველა საჭირო სერტიფიკატი უკვე გაცემულია და კონგრესი ოფიციალურადაა ინფორმირებული.

ძირითადი კონტრაქტორები არიან Zone 5 Technologies და Aspire. ცნობების მიხედვით, უკრაინამ მოითხოვა 3 000-ზე მეტი საბრძოლო მასალა. პაკეტში შედის: კონტეინერები, ჩამოსაკიდი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, პროგრამული უზრუნველყოფა, სასწავლო მასალები და ტექნიკური/ლოგისტიკური მხარდაჭერის მომსახურება.

გარიგება შედის 850 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ძირითადად ევროპის მოკავშირეებმა დააფინანსეს. The Wall Street Journal-ის ცნობით, პირველი ERAM რაკეტები უკრაინაში ექვს კვირაში მიეწოდება.

„კომერსანტის“ შეფასებით, ახალი ERAM შესაძლოა უფრო იაფი ალტერნატივა გახდეს Storm Shadow / SCALP ტიპის ფრთოსანი რაკეტებისთვის.