ლავროვი უკრაინის „ნეიტრალურ სტატუსს“ და ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზაციას მოითხოვს

03.09.25 12:00
ლავროვი უკრაინის „ნეიტრალურ სტატუსს“ და ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზაციას მოითხოვს

მოსკოვი რუსეთისა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიების სისტემის შექმნის მომხრეა, რომელიც ევრაზიის საერთო უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილის ფორმას მიიღებს, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გაზეთ Kompas-თან ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, „მდგრადი მშვიდობა შეუძლებელია კონფლიქტის პირველწყაროების აღმოფხვრის გარეშე“.

ლავროვის განცხადებით, „იმისთვის, რომ მშვიდობა მტკიცე იყოს, აუცილებელია აღიარება და საერთაშორისო-სამართლებრივი გაფორმება იმ ახალ ტერიტორიულ რეალიებისა, რომლებიც შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების შემოერთების შემდეგ იქ ჩატარებული რეფერენდუმების შედეგად“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „უნდა უზრუნველყოფილ იქნას უკრაინის ნეიტრალური, ალიანსგარეშე და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსი - სწორედ ის პირობები, რომლებიც ჩამოწერილი იყო უკრაინის დამოუკიდებლობის 1990 წლის დეკლარაციაში და რომლის საფუძველზეც უკრაინის სახელმწიფოებრიობა თავის დროზე აღიარა როგორც რუსეთმა, ასევე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ“.