ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობის შენობას რუსული „ისკანდერის“ რაკეტა დაეჯახა

09.09.25 10:11
ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობის შენობას რუსული „ისკანდერის“ რაკეტა დაეჯახა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაზე რუსეთმა იერიში რაკეტა „ისკანდერით“ (9М727) მიიტანა. საბრძოლო ნაწილი არ ამოქმედებულა, – ამის შესახებ პრეზიდენტის სანქციური პოლიტიკის საკითხებში რწმუნებულმა ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის „ისკანდერი“ შეიცავს:

  • დაახლოებით 35 კომპონენტს ამერიკული წარმოების,
  • 1 – იაპონური,
  • 1 – ბრიტანული,
  • 1 – შვეიცარიული,
  • 5 – ბელარუსული,
  • 57 – რუსული.

ამავე დროს, ვლასიუკმა აღნიშნა, რომ წლების წინ დამზადებულ რაკეტებთან შედარებით, ახლა შემცირებულია ევროპული და ამერიკული კომპონენტების რაოდენობა, ხოლო გაზრდილია რუსული და ბელარუსული ნაწარმის წილი.

უკრაინამ ეს ინფორმაცია პარტნიორებს სანქციური რეაგირებისთვის გადასცა.