ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 19-ე პაკეტს 12 სექტემბრამდე წარმოადგენს

09.09.25 10:15
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 19-ე პაკეტს 12 სექტემბრამდე წარმოადგენს

ევროკომისიამ უკვე ამ კვირაში უნდა წარადგინოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 19-ე პაკეტი.

როგორც  Sky News უცნობ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 12 სექტემბრისა. ვარაუდობენ, რომ სიაში მოხვდება „ორი ცენტრალური აზიის ქვეყნის ბანკი“.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წინა სანქციურ პაკეტში შეზღუდვები შეეხო ჩინეთის ორ ბანკს, ასევე ინდოეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას Nayara-ს.

მანამდე Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სანქციების საკითხებში წარმომადგენელი ვაშინგტონში იმყოფებოდა ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, სადაც უნდა ჩატარებულიყო მოლაპარაკებები ანტირუსულ სანქციებზე.