უკრაინულმა დრონებმა რუსეთის პერმის მხარეში მდებარე ერთ-ერთ მსხვილ ქიმიურ საწარმოს დაარტყეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის პერმის მხარეში მდებარე ერთ-ერთ მსხვილ ქიმიურ საწარმოს დაარტყეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროები იუწყებიან, რომ 13 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უპილოტოებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქიმიურ საწარმოს „Метафракс Кемикалс“ დაარტყეს, რომელიც ორგანული სინთეზის მეორე უდიდესი მწარმოებელია რუსეთში.
საწარმო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1600 კილომეტრშია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა კარბამიდის წარმოებისთვის საჭირო დანადგარი.
წყაროს თქმით, ქარხანა აწარმოებს ისეთ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც საბრძოლო მასალის წარმოებისთვის გამოიყენება: უროტროპინი, მეტანოლი, პენტრიტი და კარბამიდი.
ოპერაცია განხორციელდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აქტიური მოქმედებების დეპარტამენტის უპილოტო სისტემების ძალებით.