ზელენსკი: ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ფიქრი საკუთარ თავზე და რუსეთთან ურთიერთობებზე და უფრო მეტად უკრაინაზე უნდა იფიქრონ
ევროპის ქვეყნებმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტონ მხოლოდ საკუთარ თავზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ფიქრი და უფრო მეტად იფიქრონ უკრაინაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ანტირუსული სანქციების გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ თუ ის რუსეთზე მკაცრ სანქციებს დააწესებს, მოსკოვთან დიპლომატიის შესაძლებლობას დახურავს.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი მომავალი ურთიერთობების ფიქრი რუსებთან და უფრო მეტად იფიქრონ უკრაინაზე, რადგან ეს არის აქ და ახლა. ყოველდღე, როდესაც ისინი ერთმანეთთან ვაჭრობენ, ვინ რა სანქციებს დააწესებს რუსებზე, ეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლედ გვიჯდება. ეს ძალიან საშიშია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თუ სანქციების შემოღება გადაიდება, რუსები მოასწრებენ მათთვის მომზადებას და ნაკლებად შეეშინდებათ.
„თუმცა, რა თქმა უნდა, მათ მაინც ეშინიათ სანქციების. განსაკუთრებით, თუ ეს იქნება ტოტალური სანქციები – ისინი ვერ შეძლებენ ასე სწრაფად აწარმოონ რაკეტები და დიდი რაოდენობით იარაღი, რადგან ამ იარაღის ყველა კომპონენტი არ არის შიდა წარმოების,“ – განაგრძო მან.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ასევე ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე, სადაც მან მოსკოვში მოლაპარაკებებზე ვიზიტი შესთავაზა:
„რუსეთი დაგვესხა თავს. ვერ წავიდე იმ ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხა. ვერ იქნება ასე, რომ რაკეტების ქვეშ ჩავიდე მათ დედაქალაქში, მაგრამ შეგვიძლია შევხვდეთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა ზელენსკიმ.