როცა კედელს თავს ურტყამ, გამარჯვებული რჩება კედელი - ანგელა მერკელი

24.03.21 18:18
როცა კედელს თავს ურტყამ, გამარჯვებული რჩება კედელი - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერმა  საკუთარი გადაწყვეტილება საშობაო ღონისძიებების დროს კარანტინის დაწესების თაობაზე სამი დღის შემდეგ გააუქმა.  ანგელა მერკელმა განაცხადა, ეს ნაბიჯი კორონა ვირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად გადადგა, მაგრამ საზოგადოების განწყობის გათვალსწინებით გადაწყვეტილება შეცვალა. 

როცა კედელს თავს უტყამ, გამარჯვებული რჩება კედელი. ჩემი გადაწყვეტილება შობის დროს კარანტინის დაწესების თაობაზე განპირობებული იყო ხელისუფლების კეთილშობილური ზრახვით, შეგვეჩერებინა კორონავირუსის მესამე ტალღა, მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა, რომელიც  დროულად უნდა გამოსწორდეს - განაცხადა ანგელა მერკელმა სპეციალურ ბრიფინგზე.

გერმანიის კანცლერმა ქვეყანაში კარანტინი 18 აპრილამდე გამოაცხადა. კარანტინი პირველიდან 5 აპრილამდე განსაკუთრებით უნდა გაძლიერებულიყო, რაც საშობაო წირვის ონლაი რეჟიმში გამართვას გულისხმობდა.

წინა კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ ლიაიენმა, გამოაქვეყნა ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების საშიშროების შესახებ.

 

მსგავსი სიახლეები