უკრაინას, EU-ს მხარდაჭერის შემთხვევაში, შეუძლია, იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია პირვანდელ საზღვრებში - ტრამპი

23.09.25 23:48
უკრაინას, EU-ს მხარდაჭერის შემთხვევაში, შეუძლია, იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი თავისი ტერიტორია პირვანდელ საზღვრებში - ტრამპი

უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წერს.

მისი თქმით, ამის საშუალებას რუსეთის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა.

ამასთან, ტრამპი წერს, რომ ნატო უკრაინის იარაღით მომარაგებას გააგრძელებს.

“მას შემდეგ რაც გავიცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლების წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინებით და ევროპის და კონკრეტულად ნატოს, მხარდაჭერით თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, რეალური ვარიანტია. რატომაც არა?.

რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთის არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ

“ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს.

როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და რაონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტი, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია დიდ რიგებში ბენზინის ყიდვა, და ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათ ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლებაში არიან, და ეს უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიწოდებას, რათა მერე ნატომ რაც უნდა ის გააკეთოს ამ იარაღით,” - წერს ტრამპი.