ტრამპის განცხადება, რომ ევროპის მხარდაჭერით და ამერიკული იარაღით უკრაინას შეუძლია რუსეთი ქვეყნიდან გააძევოს, ცვლის თამაშის წესებს - ლინდსი გრემი

24.09.25 10:29
ტრამპის განცხადება, რომ ევროპის მხარდაჭერით და ამერიკული იარაღით უკრაინას შეუძლია რუსეთი ქვეყნიდან გააძევოს, ცვლის თამაშის წესებს - ლინდსი გრემი

ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემის თქმით,  ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ "ევროპის მხარდაჭერით და ამერიკული იარაღით უკრაინას შეუძლია რუსეთი ქვეყნიდან გააძევოს, ცვლის თამაშის წესებს". 

მისივე განცხადებით, "ვალდებულება, რომელიც გულისხმობს უკრაინის სასარგებლოდ ნატოსთვის მაღალი დონის ამერიკული იარაღის მიწოდების გაგრძელებას, მნიშვნელოვნად ცვლის სამხედრო ბალანსს რუსეთისთვის".

ვალდებულება, ეკონომიკურ ზეწოლასთან ერთად, იმ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია, ამ სისხლიანი ტრაგედიის ღირსეულად და სამართლიანად დასრულების საუკეთესო იმედია.
პრეზიდენტი ტრამპი სწორად აფასებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ზეწოლას განიცდის და ეს მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, თუ იაფი რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა ტოქსიკური გახდება მათთვის, ვინც ამ გზას ირჩევს.
დროა დასრულდეს ეს სისხლიანი ტრაგედია. ყოჩაღ ბატონო პრეზიდენტო", - აცხადებს ლინსი გრემი. 

მსგავსი სიახლეები