Bloomberg: ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ NATO მზადაა, რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდოს

26.09.25 10:33
Bloomberg: ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ NATO მზადაა, რუსული თვითმფრინავები ჩამოაგდოს

Bloomberg-ის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა მკვეთრი გზავნილი გაუგზავნეს რუსეთს: NATO მზად არის სრული ძალით უპასუხოს საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს, მათ შორის რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდებითაც.

ევროპელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს სამი მიგ-31-ის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის უკანასკნელი დარღვევის გამო და მიიჩნიეს, რომ ეს იყო რუსი სამხედრო მეთაურების განზრახი ბრძანება.

Bloomberg-ის წყაროების მიხედვით, რუსმა დიპლომატმა ევროპელებს განუცხადა, რომ მსგავსი ოპერაციები უკრაინის მიერ ყირიმზე თავდასხმებზე პასუხია და კრემლი მათ NATO-ს ჩართულობად აღიქვამს.

გერმანიის მთავრობამ შეხვედრის ფაქტი დაადასტურა, ხოლო კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ პარიზთან, ლონდონთან და ვარშავასთან კოორდინაციაშია და მხარს უჭერს „ყველა აუცილებელ ზომას“.