რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - დაღუპულია ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის 6 და 4 წლის ბავშვები

30.09.25 09:51
რუსებმა სუმის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს - დაღუპულია ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის 6 და 4 წლის ბავშვები

რუსები იერიში უკრაინაში - 30 სექტემბრის ღამეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სოფელ ჩერნეჩჩინში საცხვრებელ სახლს დრონით დაარტყეს. დაღუპულია ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის 6 და 4 წლის ბავშვები.

ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა კრასნოპილსკას თემის სოფელ ჩერნეჩჩინაში საცხოვრებელ შენობას დრონით დაარტყა. სახლში დაქორწინებული წყვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვით ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ვერავის გადარჩა,“ - აღნიშნა გრიგოროვმა.

მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი დაღუპული ამოიყვანეს - მშობლები და მათი შვილები.