ევროკავშირი კოპენჰაგენში „დრონების კედლისა“ და აღმოსავლეთის ფლანგის დაცვის გეგმას განიხილავს
ამ კვირაში დანიიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა, სადაც ისინი განიხილავენ თანამედროვე თავდაცვით პროექტებს, მათ შორის „დრონების კედელს“. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
აღინიშნება, რომ მსგავსი გეგმების აქტუალრი მას შემდეგ გახდა, რაც ნატოს ქვეყნებში დაფიქსირდა რუსული ობიექტების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევების ტალღა. ევროკომისიამ შექმნა დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია მისი წინადადებები სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული თავდაცვის ხარვეზების აღმოფხვრას 2030 წლამდე.
ძირითადი ყურადღება დოკუმენტში დაეთმო საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, ასევე დრონებს. როგორც ავტორები წერენ, ეს დოკუმენტი იქნება განხილვების საფუძველი დანიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.
„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიისა და წევრ სახელმწიფოებში საჰაერო სივრცის დარღვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, ორი ფლაგმანური პროექტი – ევროპული დრონების კედელი და აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა – განსაკუთრებული სისწრაფით უნდა განხორციელდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გამოცემის ცნობით, ახალი „დრონების კედელი“ დაეყრდნობა უკრაინის გამოცდილებას და ამავე დროს გააერთიანებს სტარტაპებსა და სამეცნიერო წრეებს ევროპულ ჰაბებში. „აღმოსავლეთის სადარაჯო სამსახური“ უნდა იცავდეს ევროპას ჰიბრიდული თავდასხმებისგან. ის მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: სახმელეთო თავდაცვას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, ასევე საზღვაო და კოსმოსურ ელემენტებს.
აღინიშნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ კოალიციების შექმნას კონტინენტის თავდაცვის პრობლემების გადასაჭრელად. გერმანია უკვე გამოთქვა მზადყოფნა აიღოს თავზე პასუხისმგებლობა საჰაერო თავდაცვის სფეროში.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ წამოაყენა ინიციატივა ევროპის კოლექტიური გადაეკიპირების და ერთობლივი შესყიდვების წახალისების შესახებ, ნატოს ძალისხმევის დუბლირების გარეშე. პროგრესის მონიტორინგი ამ საკითხში იგეგმება ყოველწლიური ანგარიშების საშუალებით.