თამარ ჟვანია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის უზბეკეთის ფილიალის დირექტორად დაინიშნა

18.10.21 15:41
თამარ ჟვანია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის უზბეკეთის ფილიალის დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ჟვანია, უზბეკეთში ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა.

,,საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდის" ოფიციალურ ვებგვერდზე თამარ ჟვანიას შესახებ წერია,  რომ იგი თავის მოვალეობას უზბეკეთში ასრულებს, მანამდე კი ჰქონდა 21-წლიანი გამოცდილება არჩევნების სფეროში.

თამარ ჟვანიამ საქართველოს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი 2021 წლის 30 ივნისს დატოვა, თუმცა წინა დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავდა.

 

მსგავსი სიახლეები