რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის, ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ - პუტინის პასუხი ტრამპს

03.10.25 10:18
რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის, ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ - პუტინის პასუხი ტრამპს

პუტინის პასუხი ტრამპს - რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რუსეთი არა უკრაიანას, არამედ ნატო-ს ყველა ქვეყანას ებრძის და ამ ბრძოლაში წინ მიიწევს.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი თავდაჯერებული იყოს. „და ჩვენ თავდაჯარებულები ვართ“, - აღნიშნა პუტინმა.

„ქაღალდის ვეფხვი? მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინას, არამედ. პრაქტიკულად, ნატო-ს ყველა ქვეყანას. თუ ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს ბლოკს და წინ მივდივართ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, ეს ქაღალდის ვეფხვია? მაშინ რა არის თავად ნატო? რას წარმოადგენს ის?“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვს“ შეადარა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, უკრაინა კი ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“.