მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს ოფიციალურად შეუერთდა

06.10.25 22:37
მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცეს ოფიციალურად შეუერთდა

მოლდოვას ეროვნული ბანკის ცნობით, 6 ოქტომბრიდან მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების ზონის (SEPA) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

განცხადების მიხედვით, SEPA მოქალაქეებსა და კომპანიებს სწრაფ, უსაფრთხო და იაფ, თუნდაც საკომისიოს გარეშე, ევრო გადახდებს სთავაზობს. 

დღეიდან, 2025 წლის 6 ოქტომბრიდან, მოლდოვას რესპუბლიკა ხდება ერთიანი ევრო გადახდების ზონის (SEPA) ნაწილი - ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს 41 ევროპულ ქვეყანას და სთავაზობს მოქალაქეებსა და კომპანიებს სწრაფ, უსაფრთხო და იაფ, თუნდაც საკომისიოს გარეშე, ევრო გადახდებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მოლდოვას ეროვნული ბანკის გუბერნატორმა ანკა დრაგუმ ქვეყნის SEPA-ში გაწევრიანებას "ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისტორიული ნაბიჯი" უწოდა.

მისი თქმით, ამიერიდან მოლდოვას მოქალაქეებს შეუძლიათ ევროში ფულის გაგზავნა და მიღება იმავე პირობებით, როგორც ევროკავშირის მაცხოვრებლებს - სწრაფად და მინიმალური ან საერთოდ საკომისიოს გარეშე.