ერმაკი ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება.
ერმაკმა რამდენიმე წუთის წინ X-ზე დაწერა, რომ ამ წუთებში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დიალოგი მიმდინარეობს.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრება“, - წერს ერმაკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრის დეტალებისა და საკითხების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.