აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი შარმ-ელ-შეიხში მოეწერა.
ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? და ის გაძლებს... ეს წარმოუდგენელი დღეა მსოფლიოსთვის," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმება იმდენად მასშტაბურია, რომ მესამე მსოფლიო ომს თავიდან აიცილებს - რაც, მისი თქმით, შეიძლებოდა ახლო აღმოსავლეთში მომხდარიყო.