რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - რამდენიმე ქალაქში აფეთქებები იყო

16.10.25 10:17
რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - რამდენიმე ქალაქში აფეთქებები იყო

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - რამდენიმე ქალაქში აფეთქებები იყო. საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკრაინას აერობალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.

დილის ექვსი საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ უახლოეს თავშესაფრებში.

როგორც Telegram-არხებიდან უკრაინული მედია იუწყება, აფეთქებები იყო ხარკოვში, პოლტავაში, იზიუმსა და კროპივნიცკიში. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.