პრინცი უილიამი გეგმავს, ჰარის და მეგანს სამეფო ტიტულები ჩამოართვას

21.10.25 19:43
პრინცი უილიამი გეგმავს, ჰარის და მეგანს სამეფო ტიტულები ჩამოართვას

პრინცი უილიამი გეგმავს, წამოიწყოს პროცესი, რომლის შედეგადაც სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, ჰარისა და მეგანს შესაძლოა, სამეფო ტიტულები ჩამოერთვათ. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი განხორციელდება იმავე პრინციპით, როგორც მეფე ჩარლზმა საბოლოოდ ჩამოაშორა პრინცი ენდრიუ მონარქიას.

Radar Online-ის წყაროების ცნობით, გადაწყვეტილება ოჯახში ბალმორალში ზაფხულის დასვენებისას განიხილებოდა. სწორედ მაშინ დარწმუნებულა უილიამი, რომ მონარქია ვერ განახლდება, სანამ ჰარი და მეგანი ფორმალურად ინარჩუნებენ სამეფო ტიტულებს.

„მეგზიტის“ შემდეგ, 2020 წელს, ჰარიმ და მეგანმა უარი თქვეს ოფიციალურ სამეფო ვალდებულებებზე, თუმცა შეინარჩუნეს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ტიტულები. მათ შვილებს, არჩის და ლილიბეტს, 2022 წელს, ჩარლზის ტახტზე ასვლის შემდეგ, პრინცისა და პრინცესის წოდება მიენიჭათ.

ინსაიდერების თქმით, უილიამი თვლის, რომ ამ სტატუსების შენარჩუნება შეუთავსებელია თანამედროვე და გამარტივებული მონარქიის იდეასთან, რომელსაც ის უჭერს მხარს.

„ეს შურისძიება არ არის - ეს არის ინსტიტუტის შენარჩუნების საკითხი. უილიამს სურს აჩვენოს, რომ შეუძლია რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაშინაც კი, როცა ეს ოჯახს ეხება,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

თუმცა, ოჯახში ყველა არ იზიარებს ასეთ მკვეთრ პოზიციას. კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინმა, წყვილის მეგობრების თქმით, ქმარს მოუწოდა, რომ ფრთხილად იმოქმედოს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მეფე ჩარლზის სკანდალებით ცნობილმა ძმამ, პრინცმა ენდრიუმ, ოფიციალურ ტიტულებზე უარი განაცხადა.