მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 24 ოქტომბერს, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას მსოფლიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში ღვისმსახურებაზე წასვლამდე, უწმინდესმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავი შეუძლოდ იგრძნო. მიზეზად ხანგრძლივი ფრენა დასახელდა. ექიმმა მას დასვენება ურჩია.
მსოფლიო პატრიარქს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის, 25 ოქტომბერს - პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.