სტოკჰოლმის ცენტრში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა - არის მსხვერპლი
სტოკჰოლმის ცენტრში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პოლიცია ავრცელებს.
სტოკჰოლმის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანია დაზარალებული. მას არ დაუკონკრეტებია დაღუპულთა რიცხვი. პრესსპიკერის განცხადებით, შეჯახების დროს ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან.
შვედეთის პოლიციის განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ეს განზრახ თავდასხმა იყო.
მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.
პოლიციამ ავტობუსის მძღოლი უკვე დააკავა.