რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

15.11.25 10:21
რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

დაბომბილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რიაზანში - გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ობიექტზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა.  

გვიან ღამით, რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია,  მაღალსართულიან შენობებზე დრონების ფრენის შესახებ.

კიევში კი რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მასირებული შეტევა კიევზე გუშინ გამთენიისას დაიწყეს.