The Guardian: აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, "მშვიდობის გეგმის" განსახილველად მოსკოვში ჩავიდნენ

22.11.25 10:16
The Guardian: აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, "მშვიდობის გეგმის" განსახილველად მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სამხედროები შესაძლოა, "მშვიდობის გეგმის" განსახილველად მოსკოვში ჩავიდნენ - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი მოსკოვში სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს იგეგმება.

  • ამავე დღეს აღნიშნულ გეგმაზე ორ დღიანი სამიტის ფარგლებში დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის ქვეყნები ორდღიანი სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ.

გამოცემა ინფორმაციით, კაია კალასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ძალიან საშიშ აგრესიას წაახალისებს გლობალურ პრეცედენტს შექმნის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, არ არის გამორიცხული რუსეთის მაგალითზე სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდეს სურვილი მეზობელი ტერიტორიების დაპყრობისთვის. 

რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

  • გეგმის ძირითადი პუნქტებია:
  • • რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
  • • ნატო აღარ გაფართოვდება;
  • • ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
  • • რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
  • • ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
  • • უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
  • • უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.