ევროკავშირის ლიდერები დღეს უკრაინაში მშვიდობის განსახილველად იკრიბებიან
დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
უკრაინაში არაფერი უნდა მოხდეს, უკრაინის გარეშე - აცხადებენ ბრიუსელში.
პოლიტიკური ალიანსის ლიდერებმა უკვე გაიგეს, რას ფიქრობს ზელენსკი "სამშვიდობო გეგმის" შესახებ, რომელიც უკრაინას ნატოში გაწევრიანებას უკრძალავს და სამუდამოდ აკარგინებს ანექსირებული ყირიმს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს.
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ თუ რუსეთს ამჯერადაც გამოუვა სათავისოდ კარგი შეთანხმების გაფორმება, მაშინ ეს გააჩენს საფრთხეს, რომ სხვებაც მოუნდებათ სხვა ქვეყნების მიწების დასაკუთრება.
„ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ზელენსკის. განვიხილეთ მიმდინარე ვითარება და ჩვენთვის ცხადია, რომ უკრაინაში
არაფერი უნდა მოდეს უკრაინის გარეშე“, - განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა, კოსტამ და ფონ დერ ლაიენმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში.