ზეწოლა უნდა იყოს რუსეთის არმიაზე, რუსული ჯარი არის ის, რაც წარმოადგენს რისკს ყველასთვის - კაია კალასი

01.12.25 13:37
ზეწოლა უნდა იყოს რუსეთის არმიაზე, რუსული ჯარი არის ის, რაც წარმოადგენს რისკს ყველასთვის - კაია კალასი

რუსეთის მეზობელი ქვეყნები რისკის ქვეშ არიან. ეს განცხადება კაია კალასმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ. 

ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში  აცხადებს, რომ თუ რომელიმე ქვეყნის ჯარისკაცების რაოდენობა უნდა შემცირდეს ეს რუსეთია, რადგან ის წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.

ზოგადად, ჩვენ არ ვფიქრობთ რომ სხვა ქვეყნების საქმე არ არის, რა ზომის ჯარი ეყოლება რომელიმე ქვეყანას, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო, რომ თუკი ზეწოლა არის უკრაინაზე, რომელიც არავისთან შეჭრილა, მაშინ ზეწოლა უნდა იყოს რუსეთის არმიაზე და რეალურად რუსული ჯარი არის ის, რაც წარმოადგენს რისკს ყველასთვის.

მე არ ვსაუბრობ ევროპულ ქვეყნებზე, მაგრამ რუსეთის მეზობელი ყველა ქვეყანა, თუ თქვენ შეხედავთ იმ 19 ქვეყანას, რომლებშიც ბოლო ასი წლის განმავლობაში შეიჭრა რუსეთი, ყველა ისინი რისკის ქვეშ არიან, თუკი რუსული ჯარი დიდია, თუკი მათი სამხედრო ბიუჯეტი იმხელაა, როგორც ახლა, - თქვა კაია კალასმა.