რა შედეგით დასრულდა ბუქარესტის არჩევნები

08.12.25 10:31
რა შედეგით დასრულდა ბუქარესტის არჩევნები

წინასწარი შედეგების მიხედვით, კვირას გამართულ ადგილობრივ ლიბერალმა ჩიპრიან ჩუკუმ ულტრამემარჯვენე კანდიდატი დაამარცხა. 

დედაქალაქის მერის გავლენიანი თანამდებობა მაისიდან არის ვაკანტური, როდესაც ცენტრისტმა დამოუკიდებელმა ნიკუშორ დანმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და დატოვა ბუქარესტის მერის თანამდებობა.

  • გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ბუქარესტი ევროკავშირში პირველი დედაქალაქი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელსაც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი უხელმძღვანელებდა.

მერის თანამდებობაზე ნიკუშორ დანს ლიბერალი პრემიერ-მინისტრის, ბოლოჯანის, ახლო მოკავშირე ჩიპრიან ჩუკუ ჩაანაცვლებს, რომელმაც ბიულეტენების 90%-ის წინასწარი ოფიციალური დათვლის მიხედვით ხმების 35,4% მოიპოვა.

ანკა ალექსანდრესკუ, რომელსაც ოპოზიციური ულტრამემარჯვენე „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი“ (AUR) უჭერს მხარს, 22,35%-ით მეორე ადგილზეა.

  • კვირას გამართული კენჭისყრა პირველი იყო მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვები, რომ არჩევნებში რუსეთი ერეოდა რადიკალი მემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ. არჩევნების გაუქმების შედეგად რუმინეთი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა.