კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta ერქმევა

28.10.21 23:11
კომპანია Facebook სახელს იცვლის და Meta ერქმევა

კომპანია Facebook  კორპორატიულ სახელს იცვლის და  Meta ერქმევა.

ახალი სახელი უკავშირდება იდეას "მეტავერსის" - ონლაინ მსოფლიოს შექმნის შესახებ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია ვირტუალურ გარემოში, VR ყურსასმენების გამოყენებით.

კომპანია აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს ერთი ბრენდის ირგვლივ მოაქცევს. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კორპორატიული სტრუქტურა უცვლელი დარჩება. შესაბამისად, ცვლილება არ ვრცელდება მის ცალკეულ პლატფორმებზე, როგორებიცაა Facebook, Instagram და Whatsapp. სახელი ეცვლება  მხოლოდ მფლობელი კომპანიას.

მსგავსი სიახლეები