"უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს" - ფრიდრიხ მერცი
"უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს" - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია.
უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური შანსი გვაქვს. გუშინ და დღეს ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ საერთო პოზიციაზე შეთანხმების მხრივ. კონფიდენციალურ საუბრებში დეტალურად აღვნიშნეთ ჩვენი პოზიციები და ერთმანეთის აზრს მოვუსმინეთ. ვიმედოვნებ, რომ შემდგომ პროგრესს დღეს საღამოს მივაღწევთ.
ოთხი წლის განმავლობაში თავის ტერიტორიას უკრაინელი ხალხი იცავს და ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ. ტერიტორიული დათმობების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინას შეუძლია," - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბერლინში 14-15 დეკემბერს გაიმართა.