ფლორიდაში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა

29.12.25 09:37
ფლორიდაში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა

ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სამსაათიანი შეხვედრა მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა. მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ომის დასრულების მთავარ პირობებზე.

ტრამპის თქმით, მოლაპარაკებები „ბოლო ეტაპზეა“, თუმცა ომი შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მანამდე ტრამპმა ვლადიმირ პუტინთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი, მისივე სიტყვებით, „მუშაობს“ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დაკავშირებული საკითხის მოგვარებაზე.

ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის 90% უკვე შეთანხმებულია, თუმცა პრობლემურად კვლავ რჩება ტერიტორიული საკითხები და ატომური სადგურის ბედი. ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინამ შეიძლება იფიქროს გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებზე, რათა ომი არ გაგრძელდეს.

შეხვედრა შედარებით მშვიდ ტონალობაში მიმდინარეობდა, თუმცა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.