ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ, კიევმა რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე დრონებით იერიში მიიტანა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ ტრამპთან შეხვედრა გვქონდა და თუ ამერიკასთან სკანდალი არ გვაქვს და პროგრესს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს წარუმატებლობას ნიშნავს, რადგან, მათ ამ ომის დასრულება არ სურთ," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა რუსეთმა მათ დედაქალაქზე თავდასხმა განახორციელოს.
ყველა ფხიზლად უნდა იყოს. შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.