NYT: ტრამპმა რუსულ ნავთობკომპანიებზე სანქციები ლავროვის მხრიდან ზეწოლის გამო დააწესა
დონალდ ტრამპმა რუსულ ნავთობკომპანიებზე სანქციები ლავროვის მხრიდან ზეწოლის გამო დააწესა. ამის შესახებ New York Times-ი წლის შემაჯამებელ სტატიაში წერს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ, სერგეი ლავროვის დავალებით, თეთრ სახლს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ საჯაროდ ეთქვათ უკრაინის პრეზიდენტისთვის დონეცკი დაეთმო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა ლავროვის მოთხოვნა პირდაპირ ზეწოლად და მოლაპარაკებების პროცესში ჩარევად მიიღეს.
როგორც NYT წერს, ტრამპმა სწორედ ამ ფონზე გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც თავს არიდებდა და 22 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებზე სანქციების დაწესება დაავალა.