ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტრამპს მიმართავს

05.01.26 09:51
ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ტრამპს მიმართავს

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს"- ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიმართავს. 

როდრიგესი ტრამპს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ვენესუელა პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-სთან და რეგიონთან დაბალასებული და პატივისცემით სავსე საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სვლას.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპ: ჩვენი ხალხი და ჩვენი რეგიონი იმსახურებს მშვიდობას და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ეს არის მთელი ვენესუელის გზავნილი ახლა. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, - განაცხადა როდრიგესმა.