რუსეთი აშშ-გან ხომალდ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ "ღირსეულ მოპყრობას" მოითხოვს
ამერიკული საზღვაო დესანტის მიერ ვენესუელასთან დაკავშირებული რუსული ნავთობმზიდი ტანკერის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება კეთდება.
რუსეთი აშშ-გან ხომალდ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანურ მოპყრობას მოითხოვს.
რუსეთი მოითხოვს, აშშ-მა უზრუნველყოს ხომალდ Marinera-ს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, ასევე პატივი სცეს მათ უფლებებსა და ინტერესებს. [...] აშშ-მა ხელი არ უნდა შეუშალოს ხომალდ Marinera-დან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას" - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა. ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ტანკერმა, რომელიც თავდაპირველად Bella-1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის საზღვაო "ბლოკადა" სანქცირებული ტანკერებით გადალახა და აშშ-ის სანაპირო დაცვის მცდელობებს მასზე ასვლის თაობაზე უარი უთხრა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გემი აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო დააკავა.