კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

08.01.26 14:31
კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა.

ისინი ვაშინგტონში გამართავენ შეხვედრას. 

"მშვიდობა დიალოგით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, მე ვთანხმდები პრეზიდენტ ტრამპის მიერ საუბრის შესახებ შემოთავაზებას. ვნახოთ, რა გამოვა" – ამბობს პეტრო მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

ვენესუელაში ცატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა პეტროს "ავადმყოფი" უწოდა. რამდენიმე საათის წინ კი თქვა, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. 

მსგავსი სიახლეები