"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობა ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადება" - შაჰის უფროსი ვაჟი
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა.
მისი თქმით, მას სადაზვერვო ინფორმაცია აქვს, მათ შორის "ინფორმაცია უზენაესი ლიდერის ახლო წრეში საიდუმლო შეხვედრებიდან".
ხელისუფლების კონკრეტულ დონეზე მაღალჩინოსნებმა, ასევე შეიარაღებულმა ძალებმა იციან რომ რეჟიმი ჩამოშლის ზღვარზეა. ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები „ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან“ და „თვითმფრინავებს ასაფრენად ავსებენ. აი ასე ახლოსაა მდგომარეობაა.
მე მაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია უზენაესი ლიდერის ახლო წრეში საიდუმლო შეხვედრებიდან. თუ ხალხს ნამდვილად არ სჯეროდა, რომ მე შემეძლო ვყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც ამას მათთვის გააკეთებდა ან ვისაც ენდობოდნენ, მილიონობით ადამიანი არ იქნებოდა ირანის ქუჩებში, ირანის ოთხივე კუთხეში, ჩემს სახელს არ სკანდირებდნენ და ჩემს დაბრუნებას არ მოითხოვდნენ. ეს უნდა მეტყველებდეს ადგილზე არსებულ რეალობაზე," - განაცხადა რეზა ფეჰლევმა.