Reuters: ირანის ოფიციალური პირების ცნობით, არეულობების დროს 2000 ადამიანი დაიღუპა
ირანელი ოფიციალური პირის ცნობით, ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, დაღუპულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე უსაფრთხოების თანამშრომლები.
გამოცემის წყარომ ადამიანების სიკვდილში "ტერორისტები" დაადანაშაულა.
ცნობისთვის, ირანში დაღუპული მოქალაქეების რიცხვთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება:
- ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, "ირანის ადამიანის უფლებებმა" (IHRNGO) განაცხადა, რომ ირანში სულ მცირე 648 მომიტინგე დაიღუპა, მათ შორის ცხრა არასრულწლოვანი. ირანში მყოფმა წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
- Iran International-ის ინფორმაციით კი, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა.