ირანში სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა - HRANA

14.01.26 09:59
ირანში სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა - HRANA

აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა.

დაღუპულებს შორის 18 წლამდე ასაკის 12 მომიტინგეა, საკავებულია სულ მცირე 18 137 ადამიანი.

მონაცემები ეფუძნება იმ შემთხვევებს, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმებაც შეძლეს. CNN-ი იუწყება, რომ ირანში ინტერნეტის მიმდინარე გათიშვის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.