მაკრონი: ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას
ვაშინგტონი ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას, სავაჭრო საკითხებში ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები გაგვაჩნია და უნდა გამოვიყენოთ, თუ პატივს არ გვცემენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, “მიუღებელი ტარიფების დაგროვებით” და ქვეყნების “სუვერენიტეტის” წინააღმდეგ ზეწოლით ვაშინგტონი “ღიად ცდილობს ევროპის დასუსტებას და დამორჩილებას”.
“სიგიჟე ის არის, რომ შეიძლება ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც იძულების საწინააღმდეგო მექანიზმს სულ პირველად გამოვიყენებთ შეერთებული შტატების წინააღმდეგ. შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ? ეს სიგიჟეა, ვწუხვარ ამაზე, მაგრამ ეს არასაჭირო აგრესიის შედეგია. მაგრამ ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა მაკრონმა.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
კერძოდ, აღნიშნული ზომები შეეხებათ: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს.
მისივე თქმით, 1-ელი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.