პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა - სიბიგა

24.01.26 13:42
პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა - სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან.

"პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა" - ამბობს სიბიგა, რითაც რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. 

„ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან - პუტინმა ამით მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა.

ამ ბარბაროსულმა დარტყმებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინის ადგილი არა „მშვიდობის საბჭოში“, არამედ სპეციალურ ტრიბუნალზე განსასჯელთა სკამშია.

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდურ ომს, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას განაგრძობს" - წერს სიბიგა X–ზე.

 

მსგავსი სიახლეები