ყალბი ევროპული კოვიდპასპორტით ვაჭრობა რუსულ საიტებზე - ევროკავშირი კრემლისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს

ევროკავშირი ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდებს, გამოიძიოს გაყალბებული ევროპული კოვიდსერტიფიკატებით ვაჭრობის თაღლითური სქემა, რომელიც რუსულენოვანი ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში ხორციელდება.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სერიოზულად ეკიდებიან შესაძლო თაღლითობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და შეახსენებენ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი ევროპული ციფრული სერტიფიკატებისა და ასევე რუსულია QR კოდების გაყალბება აკრძალულია.
ევროკავშირი აპელირებს რუსული „კასპერის ლაბორატორიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულენოვანი ინტერნეტის ჩრდილოვან სეგმენტში ქვეყნდება შეთავაზება ვაქცინაციის ევროპული სერტიფიკატების გაყიდვის თაობაზე. პოტენციურ კლიენტებს სთავაზობენ, აირჩიონ ვაქცინაციის ქვეყანა და პრეპარატი, მათ შორის, AstraZeneca, Pfizer, Johnson & Johnson, ან Moderna. ასეთი გაყალბებული სერტიფიკატის საშუალო ფასი 300 დოლარამდე მერყეობს.